ჰაერის დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის. ჰაერის დაბინძურება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს 12 თვეზე მეტი დროით ამცირებს და იწვევს ყოველწლიურად 40,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილს ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში. მიუხედევად ბევრი საბედისწერო შემთხვევისა, კვლევებმა აჩვენა, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურება არის სისხლძარღვებისა და ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, მაგალითად, როგორიცაა ასთმა, დერმატიტი და სხვა; განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ 12-19 წლის მოზარდები. პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს“ მიზანია საზოგადოების მობილიზება ამ პრობლემის ირგვლივ. ჰაერის ხარისხის საზომი 40 სენსორის გამოყენებით, სკოლის მოსწავლეები აგროვებენ და ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ, რათა საზოგადოებამ მოახდინოს რეაგირება ჯანმრთელობის ამ მნიშვნელოვან საფრთხეზე.

ჯანმრთელობის რისკი

პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ფარგლებში ხდება ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნე ჰაერის დამაბინძურებელი ორი ნივთიერების მონიტორინგი: აზოტის დიოქსიდი (NO2) და ნახშირბადის ოქსიდი (CO). ეს ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში იწვევს შემდეგ პროცესებს:

აზოტის დიოქსიდი

აზოტის დიოქსიდის (NO2) მაღალი შემცველობის ჰაერის სუნთქვისას იზრდება სასუნთქი გზების დაავადების შესაძლებლობა. აზოტის დიოქსიდი აზიანებს ფილტვების გარსს და ამცირებს ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს სასუნთქი გზების ინფექციებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიო სხვადასხვა პრობლემა, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ხველა, გაციება, გრიპი და ბრონქიტი. ამ ნივთიერებით დაბინძურებული ჰაერის ხშირად სუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დააავადებები ბავშვებში. უფრო მეტიც, NO2 მნიშვნელოვნად მოქმედებს ასთმიან ადამიანებზე, იწვევს უფრო ხშირ და უფრო მძიმე შეტევებს. სამანქანო გზების სიახლოვეს NO2-ის შემცველობა ჰაერში 30-დან 100 %-მდე დასაშვებზე მეტია. ჰაერში NO2-ის მაღალი კონცენტრაცია განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე, ასთმიანებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე.

ნახშირბადის ოქსიდი

(CO) ნახშირბადის მონოქსიდი ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებისთვის. ნახშირბადის მონოქსიდით გამოწვეული პრობლემები დიდ საფრთხეს უქმნის გულის დაავადების მქონე ადამიანებს, რადგანაც ის მნიშვნელოვნად ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას გულისთვის. ნახშირბადის მონოქსიდის მაღალი შემცველობის ჰაერის დიდი ხნით სუნთქვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჯანმრთელ ადამიანებზეც, რამდენადაც მან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, სამუშაო და სასწავლო უნარის დაქვეითება, ასევე შესაძლოა გაართულოს კომპლექსური დავალებების შესრულების შესაძლებლობა. ადამიანის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებას, გაეცანით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებს.

რა გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობა ჰაერის დაბინძურებაზე
საქართველოში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის საგზაო მოძრაობა, რომელიც შეადგენს ჰაერის დაბინძურების 71 %-ს. ავტოტრანსპორტი ავრცელებს 200-ზე მეტ მავნე დამაბინძურებელს, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია: ნახშირბადის ოქსიდი, ნახშირწყალბადები (აქროლადი ორგანული ნაერთები და მეთანი), აზოტის ოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ჭვარტლი, ბენზოფილინი და ნახშირბადის დიოქსიდი. ასევე, საქართველოში საგზაო მოძრაობა ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს, რადგან:
გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები
აზოტის დიოქსიდი იწვევს რამდენიმე სახის ზემოქმედების ფაქტორს გარემოზე, მათ შორის მჟავა წვიმას და აითროფიკაციას. აითროფიკაცია არის წყალში ჟანგბადის შემცველობის შემცირება, შედეგად იქმნება ისეთი გარემო, რომელიც მავნებელია თევზებისა და სხვა ცხოველებისათვის.
სტანდარტები და რეიტინგები

სტანდარტები ნაჩვენებია რუქაზე და შეგიძლიათ იხილოთ ამ დოკუმენტში.

ყველაზე დიდხნიანი ხელმისაწვდომი კონცენტრაცია საშუალო პერიოდში გამოყენებულია წარწერებისთვის (legend). თუმცა სენსორები გადმოსცემენ უახლოეს მონაცემებს.

გაზომვის სისტემა: „ცუდი“ - ფასდება თუ დაბინძურება აღემატება WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციებს; „საშუალო“ - თუ დაბინძურება 75 %-ით აღემატება WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციებს; „კარგი“ თუ დაბინძურება არ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. დაბინძურების საერთო რეიტინგი იზომება ყველაზე ცუდი შედეგის ასახვით, იქნება ეს CO-ის თუ NO2-ის დაბინძურება.

სენსორად გამოიყენება ჰაერის გამზომი სენსორი განსხვავებით აქამდე არსებული სენსორებისგან, მისი დამატებითი ღირებულება ის არის, რომ ნებიემისერ მოქალაქეს შეუძლია მათი გამოიყენება. მათი ჯგუფურად გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა, თუმცა ინდივიდუალურად დამონტაჟებულმა სენსორებმაც შესაძლოა მოგვაწოდოს ინფრომაცია საფრთხის შესახებ.

მედია

რეგიონებში ჰაერის დაბინძურების დონე - რეგიონის დროით

უსაფრთხო, სუფთა, სამართლიანი, მწვანე